Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნანუკა ჟორჯოლიანმა ლევან ხაბეიშვილს ცოდვები გაუხსენა – რაც მაშინ გააკეთა იმავეს გააკეთებს, ზუსტად ვიცი რისი გამკეთებელია

მარშალ პრესი 16/11/2022
ნანუკა ჟორჟოლიანი

„თუ ვინმე ქუჩის აქციებიდან კაბინეტში შევიდა და თუ ვინმემ ქუჩის აქციებს კომფორტული თბილი ცხოვრება და ოთახში მოწყობილი საგამოძიებო დეპარტამენტი არჩია, ეს იყო ზუსტად ლევან ხაბეიშვილი“

ჟორჟოლიანის თქმით, ხაბეიშვილი, რომელსაც ახლა გაახსენდა მიხეილ სააკაშვილზე ზრუნვა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესებიდან გვერდზე გადგა და კაბინეტში გადაინაცვლა.

მისი შეფასებით მისი მხრიდან სააკაშვილის საკითხის ახლა წამოწევა, არის ტაქტიკური სვლა და არანაირი კავშირი არ გააჩნია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან.

„მაშინ როდესაც ქუჩის აქციები უნდა ყოფილიყო და მაშინ როდესაც ეს თემები აქტუალური უნდა ყოფილიყო, ზუსტად მაშინ არჩია ხაბეიშვილმა კომფორტული გარემო და კაბინეტში რაღაცების გამოძიება და საბუთებში ქექვა, ეს ერთი.

მეორე, მე ხაბეიშვილთან პირადი გამოცდილება მქონია მიშას თემასთან დაკავშირებით და ზუსტად ვიცი რისი გამკეთებელია, რაც მაშინ გააკეთა იმავეს გააკეთებს, ახლა მიშას თემით სპეკულირებენ, რადგანაც იციან, რომ ამ არჩევნებში ერთადერთი გამარჯვების გზა შიდა პარტიულში აქვთ ის, რომ ეს გამარჯვება მიშაზე უნდა გავიდეს იმიტომ, რომ სულ რომ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილი და არა სხვა რომელიმე ლიდერი რომლებიც 2016-ში გამოეყვნენ და 3%-იანები გახდნენ და არც ერთი ლიდერი, რომელიც ახლა მანდ არ არის, პარტიაში ლიდერი ვერ იქნება მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს დაადასტურა ყველა ფაქტმა და მათ შორის იმ ფაქტმაც, როდესაც ნიკა მელია მყარი და მკაფიო არ იყო საკუთარ პოზიციებში მიშასთან დაკავშირებით და თავისი ბავშვური ეჭვიანობა უფრო პრიორიტეტული გახადა, მაშინვე უთხრა საკუთარმა ამომრჩეველმა ის რაც უთხრა, მაგრამ…“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟურნალისტის შეფასებით, თუ პარტიაში მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, მარტივად დავინახავთ რა შიდა ბრძოლები მიდის და რისთვის, მისი თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა ნიკა მელიას უპირისპირდება, ისევ მელია სჯობს, თავისი დაშვებული შეცდომებით.

„მე ნიკასთან მქონია პირადი კონფლიქტები, მე ნიკასთვის ხმა ამიწევია, რა თქმა უნდა მიშასთან დაკავშირებით, და ყოველთვის ვუწუნებდი სტრატეგიას და ყოველთვის ვუწუნებდი მიშასთან მიდგომას ნიკას, ეს მისთვის პირში მითქვამს. ეს არ არის ახალი რასაც წაიკითხავს, მაგრამ ახლა მიშასთვის კი არ ხდება ბრძოლა, ახლა დაპირისპირებული კლანები ძველი ჩინოვნიკი და ჩინოვნიკები და შემდეგ მოსული პირები ებრძვიან ერთმანეთს. არავინ არ დაიჯეროს, რომ პარტიაში რაც ხდება რაიმე კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან ან რაიმე კავშირშია მის გამოყვანასთან ან დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, რომელიც პარტიის ყველა წევრს მეტნაკლებად მასთან მიუძღვის, არა ეს არის კუნთების თამაში და ახლა რა ძალებიც ებრძვიან ნიკა მელიას და ახლა ვინც ებრძვის ნიკა მელიას დამიჯერეთ ასჯერ დაშვებულ შეცდომებიანი ნიკა მელია ჯობია მათ ყველას“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა

 

 

Post navigation

Previous: ბრეჟნევი ხარ,ბიჭო? ტაში იყო ქაჯობა, მარაზმი და ფსკერი ! – ელისო კილაძემ ლევან ხაბეიშვილს დაცინა
Next: არჩილ თალაკვაძე: ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მე მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.