Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაბეიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ფერი ფერს და მადლი ღმერთსო – როგორი სასაცილო პარტიაც არის, ასეთივე ლიდერებს მოუწევთ მისი ფორმალური ხელმძღვანელობისთვის კონკურენციის გაწევა

მარშალ პრესი 16/11/2022

ხაბეიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ფერი ფერს და მადლი ღმერთსო – რაც არის „ნაცმოძრაობა“, ისეთი ხელმძღვანელი შეიძლება აირჩიონ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ეს ყველაფერი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როგორი სასაცილო ორგანიზაცია და პარტიაა „ნაცმოძრაობა“, ასეთივე ლიდერებს მოუწევთ მის ფორმალურ ხელმძღვანელობაზე კონკურენციის გაწევა. რეალური ხელმძღვანელი არც მელია ყოფილა და არც სხვა იქნება, ვისაც აირჩევენ. მიმდინარეობს გავლენების განაწილება, ნაძარცვი თანხების განკარგვის უფლების განაწილება, ეს არის მათი შიდა ბრძოლის საფუძველი. მგონი, მათი ოლიგარქები მაგრად აშაყირებენ თავიანთ პარტიას, უკვე ერთობიან, ისეთებს ასახელებენ თავმჯდომარეობის კანდიდატად“, – აღნიშნავს მდინარაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: ევროკომისარ ვარჰეის მხრიდან პოზიტიური გზავნილები გვაქვს – როცა ჩვენს ქვეყანას ვინმე აკრიტიკებს უცხოეთიდან, ოპოზიციას უხარია, ხოლო როდესაც აქებს – სწყინს
Next: ოლივერ ვარჰეი: დამაიმედებელი იყო იმის განხილვა, რომ პარლამენტი აქტიურად მუშაობს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.