Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენ თუ მართლა ევროინტეგრაცია გვინდა, ახლა ერთად უნდა ვმსჯელობდეთ, შემდეგი ნაბიჯი როგორ გადავდგათ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ

მარშალ პრესი 16/11/2022
რაქვიაშვილი

ჩვენ თუ მართლა ევროინტეგრაცია გვინდა, ახლა ერთად უნდა ვიკრიბებოდეთ სადმე და ვმსჯელობდეთ, შემდეგი ნაბიჯი როგორ გადავდგათ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ. როგორც ყოველთვის ხდება ჩვენს პოლიტიკაში, ისევ შიდა დაპირისპირებაში გადავიტანეთ, – ამის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკაში“ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ვარჰეის ჰქონდა ძალიან კონკრეტული გზავნილები, რაც ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ გააჟღერეს. კერძოდ, რომ რეფორმებზე მუშაობა ერთობლივად უნდა მიმდინარეობს და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას, რადგან არავინ იცის როდის მიიღებს ასეთ შესაძლებლობას.

რაქვიაშვილი ოპოზიციის ნაწილის მიერ ვარჰეის კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომლებიც ევროკომისრის რუსულ კავშირებზე საუბრობდნენ.

„ზოგადად, ეს უცნაურია, როცა ასეთ ადამიანს ასე აფასებ, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ, პოლიტიკოსები, როგორც მმართველი გუნდიდან, ასევე ოპოზიციიდან, როცა რაღაც შეფასება არ მოსწონთ, პირადზე გადადიან. ამის მიუხედავად, რომ დავფიქრდეთ რა გზავნილები მოდის ევროპიდან ჩვენკენ, რაღაცნაირად კეთილგანწყობილები არიან და უნდათ, რომ ჩვენ ეს დაპირისპირება რაღაცნაირად გადავლახოთ. სამწუხაროდ, ამ გზავნილებს რატომღაც არ ვუსმენთ, იმიტომ რომ ჩვენ უფრო გვაღელვებს არა ევროინტეგრაცია ზოგადად, არამედ ის, რომ ეს ევროინტეგრაცია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მიეწეროს და თუ ასე არ ხდება, მაშინ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სარგებელი არავინ მიიღოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

Post navigation

Previous: უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინას აღმოსავლეთ პოლონეთში მომხდარ აფეთქებაში რუსული კვალის მტკიცებულება აქვს
Next: ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს კამპანიის – „მე ვირჩევ თანასწორობას“ გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.