Skip to content
24/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით კირკიტაძე – კარგია, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერევა? ვინმეს ეს უხარია?

მარშალ პრესი 16/11/2022
დავით კირკიტაძე

მერე ეგ კარგია, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ ერევა? ვინმეს ეს უხარია? მიხეილ სააკაშვილი დღეს ჰაერივით სჭირდება ამ ქვეყანას, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ ჯანმრთელი და თავისუფალი იყოს, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ჩატარება საჭირო არ იქნებოდა და ქვეყანაში სხვა პროცესი იქნებოდა.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ჩვენ ყველამ მოვისმინეთ არის ის, რომ ის პროცესებში არ ერევა და მას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ აინტერესებს. ბევრისგან განსხვავებით, მე ეს არ მახარებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანას სჭირდება, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა ამ ქვეყანას სჭირდება, მათ შორის პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სააკაშვილი ამ პროცესში ჩართული იყოს, ვისურვებდი, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი და გარეთ”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა სწორი დრო „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნების ჩასატარებლად, კირკიტაძე ასე პასუხობს: „მე ვთვლი, რომ შეიძლება გვიან იყოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ პროცესიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებული გამოვა“.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე სალომე სამადაშვილზე – წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევაა – თურმე, კუბილიუსია ევროკავშირის ხმა და ევროკომისიის გაფართოების კომისარი ვიღაც პრორუსი პოლიტიკოსი
Next: ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის დედის მეგობარს სთავაზობს, პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.