Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დადასტურდა, რომ ეს იყო მელიას წინააღმდეგ წამოწყებული სპეცოპერაცია პარტიის შიგნით – „ნაციონალური მოძრაობა” ირჩევს უფრო მეტ აგრესიას, გადაირჩევს აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას

მარშალ პრესი 16/11/2022
არჩილ თალაკვაძე

დადასტურდა, რომ ეს იყო მელიას წინააღმდეგ წამოწყებული სპეცოპერაცია პარტიის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობა” ირჩევს უფრო მეტ აგრესიას, ანუ გადაირჩევს აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ლევან ხაბეიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის და “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები ამ პარტიას ვერ გადაარჩენს.

“საჯაროდ ამბობდა, რომ არ უნდოდა, თუმცა, გამოჩნდა, რომ ხაბეიშვილს ძალიანაც უნდოდა გამხდარიყო პარტიის თავმჯდომარე. დადასტურდა, რომ ეს იყო ამ ჯგუფის წამოწყებული სპეცოპერაცია მელიას წინააღმდეგ პარტიის შიგნით, პირდაპირ დადასტურდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ირჩევს უფრო მეტ აგრესიას, ანუ გადაირჩევს აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას. ჩვენ ვთქვით თავიდანვე, რომ ვინც უფრო აგრესიულია, ვინც მეტად იყვირებს, უსამართლო ბრალდებებს წააყენებს ხელისუფლების მისამართით, მას დარჩებოდა ის ადგილი, რასაც მელია გამოათავისუფლებს, როგორც ხედავთ ის სავარაუდოდ, აღმოჩნდება ლევან ხაბეიშვილი. ასეთი გადაწყვეტილებები ამ პარტიას ვერ გადაარჩენს, რადგან არ ყავს მომავლის ლიდერები, არ აქვს მომავლის დღის წესრიგი და მუშაობს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ,”- განაცხადა თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას თავმჯდომარის პოსტზე სთავაზობს ადამიანს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია თავის ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ არის ცნობილი პოლიტიკური ტაკიმასხარა – გიორგი ამილახვარი
Next: ლევან ხაბეიშვილის ისტერიკები ტვ პირველზე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.