Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას თავმჯდომარის პოსტზე სთავაზობს ადამიანს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია თავის ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ არის ცნობილი პოლიტიკური ტაკიმასხარა – გიორგი ამილახვარი

მარშალ პრესი 16/11/2022
გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლაში ლევან ხაბეიშვილის ჩართვას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხაბეიშვილს „ცნობილ პოლიტიკურ მასხარას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი ჩართვა პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში „ნაცმოძრაობაში“ პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსის არარსებობის მაჩვენებელია.

„როგორც ჩანს, მრავალდღიანი ყოყმანის შემდეგ ცნობილმა პოლიტიკურმა მასხარამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში. ხაბეიშვილის არჩევის შემთხვევაში (და ვფიქრობთ, რომ დიდი ალბათობით ეს ასეც მოხდება) ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი დიაგნოზი იქნება – თუ რამდენად გამოცლილია უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური, ასევე ინტელექტუალური რესურსისგან და საზოგადოებას თავის თავმჯდომარის პოსტზე სთავაზობს ადამიანს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია თავის ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ არის ცნობილი პოლიტიკური ტაკიმასხარა“, – განაცხადა ამილახვარმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

Post navigation

Previous: არჩილ თალაკვაძე მელია-ხაბეიშვილზე: „ნაციონალური მოძრაობა“ „გადაირჩევს“ აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას – ამ პარტიას ასეთი გადაწყვეტილებები ვერ გადაარჩენს
Next: დადასტურდა, რომ ეს იყო მელიას წინააღმდეგ წამოწყებული სპეცოპერაცია პარტიის შიგნით – „ნაციონალური მოძრაობა” ირჩევს უფრო მეტ აგრესიას, გადაირჩევს აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.