Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აშშ მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს

მარშალ პრესი 15/11/2022
სალივანი

აშშ მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„როდესაც მსოფლიო ლიდერები G20-ის სამიტზე იკრიბებიან, რათა განიხილონ მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აფეთქებები ისმის კიევში, ლვივში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ახლა ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ერთიანობა, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციის ნაწილი კი დაკავებულია გადარწმუნებით
Next: ბლინკენი: უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ნებას ვერ გატეხს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.