Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ახლა ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ერთიანობა, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციის ნაწილი კი დაკავებულია გადარწმუნებით

მარშალ პრესი 15/11/2022
შალვა პაპუაშვილი

ნამდვილად თუ ფიქრობენ, [ოპოზიცია] რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ ხომ ყველა ამას ამბობს, მაშინ ახლა ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ერთიანობა, რომ დავარწმუნოთ ევროკავშირი, მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და არა პირიქით, რამენაირად გადავარწმუნოთ, – ამის შესახებ პარლამენტიდ თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი დღეს დაკავებულია გადარწმუნებით, მათ შორის ამ შეხვედრაზეც ზოგიერთი დაკავებული იყო გადარწმუნებით, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, ასე პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ თემები, რაზეც ისინი საუბრობენ, არის გადარწმუნების ტაქტიკა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: რუსული რაკეტები პოლონეთში ჩამოვარდა – დაიღუპა 2 ადამიანი
Next: აშშ მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.