Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

მარშალ პრესი 15/11/2022
ოლივერ ვარჰეი

საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს-ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შეასრულოს.

“დღეს ჩავდივარ საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ქვეყანამ ცხადზე ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენც მკაფიოდ გავიგონეთ და შევისმინეთ. მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ.

შეხვედრები ჩანიშნული მაქვს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან”,- წერს ოლივერ ვარჰეი.

Post navigation

Previous: პრემიერ მინისტრის ინიციატივით წალენჯიხაში წყალმომარაგების სამუშაოები განხორციელდება – 27 მილიონიან პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
Next: ძალიან პოზიტიური და რაციონალური შეფასებები გაკეთდა ოფიციალური ევროპისაგან, რაც პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტისა და სრულიად საზოგადოების, სწორი სახელმწიფოებრივი მოქმედებების ბრალია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.