Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

პრემიერ მინისტრის ინიციატივით წალენჯიხაში წყალმომარაგების სამუშაოები განხორციელდება – 27 მილიონიან პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

მარშალ პრესი 15/11/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქვეყნის ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის გამოაცხადა ტენდერი საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, სათავე ნაგებობის მოწყობას, რეზერვუარების, შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობასა და აბონენტების გამრიცხველიანებას.

ახალ პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აფასებენ, სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წალენჯიხისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება გეგმის მიხედვით 2025 წელის ბოლოსთვის დასრულდება და ამ დროისთვის ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

პროექტირების დაწყება მომავალი წლის დასაწყისშივე იგეგმება, რომლის დასრულებისთანავე ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

Post navigation

Previous: ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო – დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს
Next: საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.