Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ შეიძლება ამ პოლიტიკურ ძალას შევყვეთ იმ დღის წესრიგში, რომლის საბოლოო შედეგი არის ომი

მარშალ პრესი 07/04/2022
ირაკლი კობახიძე

ნატოს წევრ ქვეყნებს იცავს ნატოს წესდება მე-5 პუნქტი – ისინი ამ იმუნიტეტით სარგებლობენ. ჩვენ ეს არ გვიცავს. შესაბამისად, როდესაც ჩვენგან ითხოვენ იმავეს, რასაც ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ამით ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] კიდევ ერთხელ აჩვენებენ იმას, რომ მათ სურთ ომი საქართველოში, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ვგულისხმობ მათ რიტორიკას და ასევე კონკრეტულ პროვოკაციებს, რომლებიც მათ შემოგვთავაზეს: თვითმფრინავის საკითხი, მოხალისე მებრძოლების გაგზავნის საკითხი, იგივე ის ნაბიჯები რასაც ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან – ელჩის გაწვევა და ა.შ. – ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რაღაცნაირად გვიბიძგონ ომში ჩართვისკენ, რასაც არცერთ შემთხვევაში არ გავაკეთებთ, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. არ შეიძლება შევყვეთ ამ პოლიტიკურ ძალას [„ნაციონალურ მოძრაობას“] იმ დღის წესრიგში, რომლის საბოლოო შედეგი არის ომი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ქვეყანა არ იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოყენებული – ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა
Next: ირაკლი კობახიძე: დღეს არის ვითარება, როდესაც ჩვენ ვერ შევალთ უკრაინის ხელისუფლების კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებით გიპირისპირდებიან, ჩვენი მხრიდან პასუხი აუცილებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.