Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშკარად ყველა ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად იშლება – სარჯველაძე

მარშალ პრესი 13/11/2022
მიხეილ სარჯველაძე

აშკარად ყველა ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად იშლება, – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც სარჯველაძე განმარტავს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ოპოზიციამ ფიასკო განიცადა, ცდილობენ ახალი ფორმა შეაკოწიწონ. ამასთან, დასძენს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ “მონადირული ინსტინქტი იღვიძებს”, როდესაც ცდილობენ დავით კეზერაშვილის დაფინანსება მოიპოვონ.

„ახალაიას თუ მერაბიშვილის ჯგუფი შეეცდება, თავი მოუყაროს რაღაც ნარჩენებს, რაღაც ფორმა მისცეს ამ ყველაფერს და წარმოდგეს, როგორც სამართალმემკვიდრე „ძლევამოსილი ნაციონალური მოძრაობისა“. ამგვარი სიმულაციების შექმნას შეეცდებიან, რათა სულ არ დაკარგონ ის ნარჩენი ხმები, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება საზოგადოებაში ჰქონდეთ. ეს არის რეალური ინტერესის საგანი. როდესაც ფიასკოსკენ მიემართება პარტია, იქ ყოველთვის იარსებებენ ჯგუფები, რომელიც შეეცდებიან ნანგრევებიდან რაღაც სათავისოდ ხელსაყრელი შეაკოწიწონ. როგორც ჩანს, ეს არის მიზეზი, რის გამოც დაპირისპირებები თვალსაჩინო ხდება.

მნიშვნელოვანი ფაქტორი დაკავშირებულია კეზერაშვილის ფინანსებთან. ვინ შეძლებს, რომ ეს საზრდო მოიპოვოს. ეს მონადირული ინსტინქტი იღვიძებს ამ ჯგუფებში, რომლებიც ცდილობენ დაფინანსება ხელიდან არ გაუშვან“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უწუნებენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, სარჯველაძე განმარტავს: „მე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უპირატესობების და ნაკლოვანებების შემფასებლად ვერ გამოვდგები. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის იმ ხანას ვერ შევაქებ, რომელსაც ნიკა მელია ედგა სათავეში. შემიძლია, დანამდვილებით ვივარაუდო, რომ ვერავინ იქნება უკეთესი ნიკა მელიასთან შედარებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ეს ფაქტია“.

Continue Reading

Previous: ჩვენი პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ დღეს ვართ „ნაციონალური უძრაობა“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“ – ირაკლი ნადირაძე
Next: გიორგი ბარამიძე განმარტავს როგორ ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები პარტიაში – კომპიუტერისა და სმარტფონის გამოყენებით პარტიაში ყველამ უნდა შეძლოს ხმის მიცემა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025