Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ნულოვანი ფასი აქვს. სწორედ იქედან გამომდინარე, რომ სრულიად არასამართლიანი და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი

მარშალ პრესი 13/11/2022
ირაკლი კობახიძე

ამ რეზოლუციას ჩვენთვის ნულოვანი ფასი აქვს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად არასამართლიანი და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ახლახან მიღებული ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტზე.

„ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ახორციელებენ ასეთი ცვლილებების ინიცირებას, ყველაფერზე ინფორმირებული არიან. მათ აქვთ სრული ინფორმაცია. აქ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი. მათ ამოძრავებთ გარკვეული პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის შედეგია, აბსოლუტურად გაუმართავი და უსამართლო ჩანაწერები, რომელიც გვხვდება ევროპარლამენტის თუ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ტექსტებში. ესეც მორიგი ამის გამოვლინებაა. ამ რეზოლუციას ჩვენთვის აქვს ნულოვანი ფასი. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ არის სრულიად არასამართლიანი და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: მძიმე არის იმის ყურება, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსული პროპაგანდის მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას საქართველოში
Next: ჩვენი პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ დღეს ვართ „ნაციონალური უძრაობა“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“ – ირაკლი ნადირაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.