Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მძიმე არის იმის ყურება, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსული პროპაგანდის მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას საქართველოში

მარშალ პრესი 13/11/2022
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშში რამდენიმე ევროპარლამენტარების მიერ შეტანილი ცვლილებები შეაფასა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დეპუტატები, რომლებმაც დაბალანსებულ პროექტში შესწორებები შეიტანეს მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და დაბალანსებულ ანგარიშზე თავდასხმა განახორციელეს.

„ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან – თეთრს დავარქვათ შავი და შავს დავარქვათ თეთრი, თითქოს ეს არის რეალობა. ჩვენ ვნახეთ, იყო შემოთავაზება, რომ მეცენატს დავარქვათ ოლიგარქი, ოლიგარქს, რომელმაც თავისი სიმდიდრე ქართული ჯარის ძარცვით შეაგროვა, დავარქვათ მედიამენეჯერი თუ მედიამფლობელი, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი შექმნა და რომელიც ქართველი ხალხის ჩაგვრით იყო დაკავებული, დაარქვათ დემოკრატიის შუქურა და ა.შ. საბოლოო ჯამში ამოტრიალებული რეალობაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

ნიშანდობლივია, რომ მეთოდი, რომლითაც ხდება ამ არასიმართლის დამკვიდრების მცდელობა, არის ტიპური ნიუსპიკი, რომელიც [ჯორჯ] ორუელისგან მომდინარეობს. ეს არის მცდელობა თეთრს დავარქვათ შავი, ნათელს სიბნელე, სიბნელეს სინათლე, ტყუილს სიმართლე, სიმართლეს ტყუილი და საბოლოო ჯამში დავაბნიოთ საზოგადოება, ტერმინოლოგიაში დავკარგოთ ისინი. ეს არის ტიპური პროპაგანდა და ერთადერთი რუსეთის სახელმწიფო ვიცი, რომელიც ასეთ პროპაგანდას ეწევა და, რა თქმა უნდა, მძიმე არის იმის ყურება, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი რუსული პროპაგანდის მეთოდებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას საქართველოში“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

Post navigation

Previous: მეუფე შიო: ჩვენ გვწამს, რომ წმინდა ასი ათასი მოწამე დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობს. ჩვენ გვწამს, რომ ისინი ლოცულობენ საქართველოს კეთილდღეობისთვის, საქართველოს მშვიდობისთვის, გამთლიანებისთვის, საქართველოს გამარჯვებისთვის
Next: ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ნულოვანი ფასი აქვს. სწორედ იქედან გამომდინარე, რომ სრულიად არასამართლიანი და მთლიანად პოლიტიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.