Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მარშალ პრესი 13/11/2022
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა ნოდარ ნათაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამის განცხადებას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის, საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრის, ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონ ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო. ნოდარ ნათაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხოლო 1992-1995 წლებში – საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი. ის არის 1991 წლის 9 აპრილს მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. ნოდარ ნათაძემ თავისი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომებით მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს აკადემიური საზოგადოება. საქართველოს პარლამენტის სახელით თანავუგრძნობ ბატონ ნოდარ ნათაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

ქართველი პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობაზე“ : მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შენიღბონ და ფორმა შეუნარჩუნონ იმას, რისგანაც არავითარი ფორმა აღარ დარჩა
Next: ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათი მთავარი საზრუნავია ფული, ვინ უფრო მეტ თანხას მიიღებს მათი მფარველი ოლიგარქებისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.