Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობაზე“ : მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შენიღბონ და ფორმა შეუნარჩუნონ იმას, რისგანაც არავითარი ფორმა აღარ დარჩა

მარშალ პრესი 13/11/2022
სარჯველაძე

იმ ფონზე, როდესაც სრული მარცხი და ფიასკო განიცადა ოპოზიციამ საქართველოსი, ისინი ცდილობენ, როგორღაც ახალი ფორმა შეაკოწიწონ – ესაა მთელი ამბავი, რასაც ვადევნებ თვალს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეო პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ყველაფერი შენიღბვის მცდელობებია, მათ შორის ახალი საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შექმნა.

„მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ შენიღბონ და რაღაც ფორმა შეუნარჩუნონ იმას, რისგანაც პრაქტიკულად, არავითარი ფორმა აღარ დარჩა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კეზერაშვილი-მერაბიშვილის კლანი თუ ძმები ახალაიებისა და ნიკა მელიას ერთობა – „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური კრიზისია. „ნაცმოძრაობის“ წევრები, ახალი თავმჯდომარის არჩევის წესზე მსჯელობენ. დღეს პარტიის ოფისში ლიდერების საგანგებო შეხვედრაც გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ვანო მერაბიშვილი პარტიის თავმჯდომარედ – ხოშტარია ჯაფარიძე და ვაშაძე ნაცებში ერთიანდებიან – რაზე გაჭედა გიგი უგულავამ

Post navigation

Previous: ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება
Next: შალვა პაპუაშვილი ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.