Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მარშალ პრესი 12/11/2022
მეტეხი

ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო, თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ევროპის მოედნიდან, ღვინის აღმართისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით. ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის გავლით, ღვინის აღმართის, ან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

ამასთან, გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც დროებით შეიცვლება.

ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371, N305, N325, N309, N333, N337, N393 და მიკროავტობუსი N580 ნაცვლად მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნისა, გორგასალის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ კოტე აფხაზის ქუჩით და დაუკავშირდებიან თავისუფლების მოედანს, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.

Post navigation

Previous: ევროკონტროლის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოსთან შესანიშნავი თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება
Next: ოლიგარქია და კლანური მმართველობა ეს არის ის, რითაც გამოირჩევა რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად – რატი იონათამიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.