Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკონტროლის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოსთან შესანიშნავი თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება

მარშალ პრესი 12/11/2022
ემონ ბერმანი

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველო და ორგანიზაცია შესანიშნავი თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობენ, რაც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ამის შესახებ ემონ ბრენანმა ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკონტროლთან, ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ევროპელ გადამზიდველებს, აეროპორტებს და ა.შ. მომავალში ჩვენ ვაპირებთ ასევე აქტიურად ვითანამშრომლოთ. ვიმედოვნებთ, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა აეროპორტებში უფრო მეტ ევროპელ გადამზიდველს ვიხილავთ“, – განაცხადა ემონ ბრენანმა.

ლევან დავითაშვილი ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილი. ვიცე-პრემიერმა ევროკონტროლის ხელმძღვანელთან საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული ურთიერთოები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილა. მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან საუბარი რიგი კონკრეტული საკითხების გარშემო წარიმართა.

ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო 2014 წელს გახდა ორგანიზაციის წევრი.

Continue Reading

Previous: რატი იონათამიშვილი რუსთავის საკრებულოზე: სამწუხაროა, რომ ჯარიმა, რომელიც დაკისრებულია კონკრეტული უპასუხისმგებლო თანამდებობის პირებისადმი, საკრებულოს, ანუ, გადასახადის გადამახდელების ფულით არის გადასახდელი
Next: ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025