Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე: მათი საქმიანობის შედეგი არის მხოლოდ ერთი, რომ როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე და ამით ხეირი ნახონ

მარშალ პრესი 12/11/2022
ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძეისა და გიორგი ვაშაძის საქმიანობის შედეგი არის მხოლოდ ერთი, რომ როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე და ამით ხეირი ნახონ.

მისი თქმით, მასკარადში, რომელსაც ისენი აწყობენ, როლები განაწილებულია.

„ხოშტარიას შეიძლება სხვა როლი ჰქონდეს, ჯაფარიძეს – სხვა და ვაშაძეს – სხვა, მაგრამ მათი საქმიანობის შედეგი არის მხოლოდ ერთი, რომ როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე და ამით ხეირი ნახონ. ზოგიერთი რუსული რუბლების აღებით არის დაკავებული, მაგალითად ხოშტარია. ჯაფარიძეს სხვა ინტერესები აქვს, ვაშაძეს სხვა, მაგრამ მათი ინტერესი არ არის ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარტია „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

Post navigation

Previous: შიდა ქართლის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
Next: დონალდ ტრამპმა სასამართლოში უჩივლა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს, რომელმაც ის კაპიტოლიუმზე შტურმის შესახებ ჩვენების მისაცემად დაიბარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.