Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შიდა ქართლის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

მარშალ პრესი 12/11/2022
საქართველოს პროკურატურა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, შიდა ქართლის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, მცხეთის, გორის და ხაშურის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე, რომელთა მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია, პროკურორებმა მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შიდა ქართლის რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის და დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხები; ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის და რეაბილიტაციის პროცესი.

პროკურორებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო წლებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. მათივე თქმით, ამ ტიპის დანაშაულებთან ბრძოლა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

აღინიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები ფემიციდის, გენდერული სტერეოტიპების შესახებ და პროკურორებისგან მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

Post navigation

Previous: დღეს დედოფლისწყაროში ფიროსმანობა აღინიშნება
Next: ალუდა ღუდუშაური ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე: მათი საქმიანობის შედეგი არის მხოლოდ ერთი, რომ როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე და ამით ხეირი ნახონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.