Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: უკვე ყველა მოქალაქემ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ვაჭრობის საგანია, თორემ მოლდოვასთან შედარებით ყველა პარამეტრით წინ რომ ვართ, ევროპული ინსტიტუტებივე ადასტურებენ

მარშალ პრესი 11/11/2022
გურამ მაჭარაშვილი

ხელისუფლებას სურს, რომ ამ რთულ ვითარებაში, რაც მსოფლიოსა და რეგიონშია, მშვიდობა იყოს ქვეყანაში, რასაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ყველა მოქალაქემ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ვაჭრობის საგანია.

„ჩვენ ხალხის ძალა უზრუნველვყოფთ იმას, რომ საზოგადოება შევაიარაღოთ სწორი და საჭირო ინფორმაციით, იმისათვის, რომ ყველა ეტაპისთვის მზად იყოს და ხალხის ძალა დაუპირისპირდეს იმ გეგმის შესრულებას, რასაც ჰქვია ქვეყანაში მეორე ფრონტი. ისინი ამას მზაკვრულად ახერხებენ და ეს მზაკვრული გეგმაც ამიტომ არის მოფიქრებული დამოკლეს მახვილივით რომ დაკიდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს თავზე. უკვე ყველა მოქალაქემ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ვაჭრობის საგანია, თორემ მოლდოვასთან შედარებით ჩვენ ყველა პარამეტრით წინ რომ ვართ, ევროპული ინსტიტუტებივე ადასტურებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ომის და ღალატის პარტიაში დიდი არეულობაა: მერაბიშვილის და ძმები ახალაიების ბრძოლა პარტიის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა
Next: ლევან დავითაშვილი: საქართველოს ავიაცია მომავალი წლიდან სრულად აღდგება და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.