Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ომის და ღალატის პარტიაში დიდი არეულობაა: მერაბიშვილის და ძმები ახალაიების ბრძოლა პარტიის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

მარშალ პრესი 11/11/2022
ლადო ბოჟაძე

დავით კეზერაშვილი ვანოს ხელით, ხოლო ახალაიები აკო მინაშვილის და ნიკანორ მელიას ხელით სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს ამ “ომში გამარჯვებული” დაიტოვებს ისედაც დაშლის პირას მყოფ ,,ნაციონალურ მოძრაობას”- წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, არც კეზერას, არც ვანოს და თავის მხრივ არც ახალაიებს არ ადარდებთ მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა სააკაშვილის ოჯახმა სანდო და სანდომიანი გიორგი ჩალაძის კანდიდატურის შემოგდება.

„ომის და ღალატის პარტიაში დიდი არეულობაა: მერაბიშვილის და ძმები ახალაიების ბრძოლა პარტიის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა! დავით კეზერაშვილი ვანოს ხელით, ხოლო ახალაიები აკო მინაშვილის და ნიკანორ მელიას ხელით სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს ამ “ომში გამარჯვებული” დაიტოვებს ისედაც დაშლის პირას მყოფ ,,ნაციონალურ მოძრაობას”.

თუმცა ყველაზე სასაცილო აქ ის არის, რომ არც კეზერას, არც ვანოს და თავის მხრივ არც ახალაიებს არ ადარდებთ მიხეილ სააკაშვილი, მეტიც, შეიძლება ითქვას ფეხებზეც ჰკიდიათ. სწორედ ამიტომ, ყოფილ თანაგუნდელებზე ეჭვიანობის გამო გადაწყვიტა სააკაშვილის ოჯახმა საკუთარი კანდიდატურის, სანდო და სანდომიანი გიორგი ჩალაძის კანდიდატურის შემოგდება. ეს მხოლოდ ჟურნალია, კინო აწი იწყება“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ოზურგეთის მერიაში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა
Next: გურამ მაჭარაშვილი: უკვე ყველა მოქალაქემ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური ვაჭრობის საგანია, თორემ მოლდოვასთან შედარებით ყველა პარამეტრით წინ რომ ვართ, ევროპული ინსტიტუტებივე ადასტურებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.