Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დეტროიტში ხმის მისაცემად მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა: „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა”

მარშალ პრესი 10/11/2022
ზაალ ანჯაფარიძე

დეტროიტში ხმის მისაცემად მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა: „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა” – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს არ ყოფილა ერთადერთი დარღვევა აშშ-ში სენატისა და კონგრესის შუალედურ არჩევნებზე. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას, წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული, იყო ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე და ა.შ.

„დეტროიტში ხმის მისაცემად მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა: „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა“. ეს არ ყოფილა ერთადერთი დარღვევა აშშ-ში სენატისა და კონგრესის შუალედურ არჩევნებზე და დეტროიტი არ ყოფილა გამონაკლისი. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას, რომ წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული, იყო ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე და ა.შ. ანუ ის, რასაც ჩვენს არჩევნებზე აფიქსირებენ ხოლმე. და როდესაც ამის შემდეგ რომელიმე ამერიკელი სენატორი ჩვენს არჩევნებზე იტყვის, რომ “ლეგიტიმურობის ზღვარზე იყოო,” უბრალოდ გამეცინება” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) 8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებზე წინასწარ დასკვნებს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია.

Post navigation

Previous: დევიდ ლი: საერთაშორისო გამჭვირვალობის მსგავსი ორგანიზაციები ტყუიან, როცა ამბობენ რომ საქართველოში დიდი კორუფციაა, ეს არ არის სიმართლე
Next: ეს ვითომ ქალაქელი ტიპები პავიასკიანი ბოზების მსგავსად, წამოძახებებით მოძრაობთ – ელისო კილაძე “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.