ვფიქრობ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან საშიში პარტიაა. როცა ხელისუფლებაში იყვნენ ჩემი მოადგილე სრულიად უმიზეზოდ დააკავეს, ერთხელ პარასკევს საღამოს 9 საათზე ოფისშიც დამიბარეს, რომ ეკონომიკის მინისტრს უნდა შეხვდეო. ნიუ-იორკში დავრეკე, ვუთხარი, მგონი მეც დამაკავებენ-თქო. საშინელი დრო იყო, – ამის შესახებ ევროპის ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა „ქრონიკასთან“ სატალეფონო საუბარში განაცხადა.
„არ მეშინია მე ამ ხალხის, ამიტომაც ამოვიღებ ხმას, თუმცა ამის გამო მე სამსახური დავკარგე და ეს არ არის სწორი. არასწორია, რომ თუკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ ხარ, ესე იგი ბიზნეს-ასოციაციას ან ბიზნეს-პალატას ვერ მართავ, ეს ფუნდამენტალურად არასწორია. ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება, თუმცა ეს ამ ქვეყანაში არასამთავრობოების სამყაროში უსარგებლოა, რადგან თუკი სხვა არასამთავრობოს გააკრიტიკებ, მე ვარ სამწუხაროდ კარგი მაგალითი იმისა, თუ რა დაგემართება . მე დავკარგე სამსახური იმის გამო, რომ ვთქვი ის, რაც მჯერა რომ სიმართლეა, კერძოდ ის, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის მსგავსი ორგანიზაციები ამბობენ ტყუილს, როცა ამბობენ რომ საქართველოში დიდი კორუფციაა, რაც არ არის სიმართლე. ამბობენ რომ სასამართლო სისტემა არასდროს მუშაობს, რეალურად კი მუშაობს. ეს კი ზიანს აყენებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, – განაცხადა დევიდ ლიმ.
დადასტურდა, რომ ინვესტორი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილია – საქმეში ეროვნულ ბანკთან...