Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ყველაფრის ფონზე უკრაინას ვინმე დააყვედრიდა კანდიდატის სტატუსს?! მოლდოვა უბრალოდ ხურდაში მიჰყვა

მარშალ პრესი 10/11/2022
ზაალ ანჯაფარიძე

შევხედოთ უკრაინის ომის ცოტა უფრო დიდ სურათს. უკრაინაში NATO და განსაკუთრებით აშშ, რეალურ საბრძოლო ვითარებაში ცდიან მათ ისეთ შეიარაღებას, რომელსაც აქამდე ომებში მონაწილეობა არ მიუღია, იმედია გესმით ეს რას ნიშნავს – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ანალიტიკოსის თქმით, NATO-ს და აშშ-ს საშუალება მიეცათ დეტალურად შეესწავლათ რუსეთის არმიის პოტენციალი. თავის მხრივ, რუსეთმაც შეისწავლა როგორ იმოქმედებს NATO მასთან ომის შემთხვევაში და გაანალიზა როგორც მათი ასევე საკუთარი თანამედროვე შეიარაღების პლუსები და მინუსები.

„როგორ მიაღწიეს უკრაინელებმა ხერსონიდან რუსეთის ჯარის გასვლას? წარმოიდგინეთ ჯარი, რომელსაც ნორმალური ფუნქციობისთვის საჭირო მარაგების მიწოდება პროგრესულად უმცირდება. ის სუსტდება და ეფექტური წინააღმდეგობის უნარს კარგავს. ამერიკული HIMARS მეშვეობით (მანამდე ამას ვერ ახერხებდნენ) უკრაინელებმა ააფეთქეს ან დააზიანეს დნეპრის მარცხენა სანაპიროსთან (სადაც განლაგებულია ქ. ხერსონი და იყვნენ დისლოცირებული რუსული ჯარები) მისასვლელი ყველა ხიდი.

შესაბამისად, გადაუკეტეს მათ ლოჯისტიკა-მომარაგება-შევსების ძირითადი არხები, რის შედეგადაც ამ ჯარების ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვნად დაეცა. ისინი ალყაში მოხვედრის და სრული განადგურების, ან სამარცხვინო ტყვეობის პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს ყველაფერი კი NATO-ს სპეციალისტებმა დაგეგმეს და განახორციელეს, ისევე როგორც ყირიმის ხიდის აფეთქება, რომელმაც ასევე სერიოზულად შეაფერხა რუსეთის ჯარების მომარაგება უკრაინაში. ამას ვერავინ უარყოფს. შევხედოთ უკრაინის ომის ცოტა უფრო დიდ სურათს. უკრაინაში NATO და განსაკუთრებით აშშ, რეალურ საბრძოლო ვითარებაში ცდიან მათ ისეთ შეიარაღებას, რომელსაც აქამდე ომებში მონაწილეობა არ მიუღია. იმედია გესმით ეს რას ნიშნავს. საშუალება მიეცათ დეტალურად შეესწავლათ რუსეთის არმიის პოტენციალი. თავის მხრივ, რუსეთმაც შეისწავლა როგორ იმოქმედებს NATO მასთან ომის შემთხვევაში, გაანალიზა როგორც მათი ასევე საკუთარი თანამედროვე შეიარაღების პლუსები და მინუსები, ასევე საკუთარი შეცდომებიც (როგორც 2008 წელს!). ეხლა როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის ფონზე უკრაინას ვინმე დააყვედრიდა ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს?! მოლდოვა (იკითხე რუმინეთი) კი უბრალოდ ხურდაში მიჰყვა“- წერს ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: მწუხარებას გამოვთქვამ ლია მიქაძის გარდაცვალების გამო – პრემიერი
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025