Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მწუხარებას გამოვთქვამ ლია მიქაძის გარდაცვალების გამო – პრემიერი

მარშალ პრესი 10/11/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ტელევიზიის პირველი დიქტორის, ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

“მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო.

ლია მიქაძე იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი სახე, რომელიც მთაწმინდის ტელეხედვის სტუდიიდან პირველად მიესალმა საქართველოს და ტელევიზიის დაბადება ახარა.
მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და აკადემიური სტილის გამო ხალხმა ის დამსახურებულად შეიყვარა და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადევნებდა თვალს მის მოღვაწეობას. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ლია მიქაძე 86 წლის ასაკში 10 ნოემბერს გარდაიცვალა.

“მარშალპრესი” მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს.

Continue Reading

Previous: აშშ-ის აჩრევნებში ცოცხალმა ამომრჩეველმა ხმა გარდაცვლილ კანდიდატს მისცეს
Next: ამ ყველაფრის ფონზე უკრაინას ვინმე დააყვედრიდა კანდიდატის სტატუსს?! მოლდოვა უბრალოდ ხურდაში მიჰყვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025