Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიდი გაერთიანება ორბანის წინააღმდეგ კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით – ჩერგოლეიშვილი

მარშალ პრესი 07/11/2022
თამარ ჩერგოლეიშვილი

უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ. გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის დასამარცხებლად – ამის შესახებ “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კრახით დასრულდა უიდეო ერთობა ორბანის წინააღმდეგ.

“უნგრეთიც საინტერესოა. უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ. გაერთიანდა ყველა ორბანის წინააღმდეგ. გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის პოპულისტური პარტიის დასამარცხებლად – ნაციონალ პოპულარული იობიკიდან დაწყებული, ლიბერალები, სოციალისტები, მწვანეები და ა. შ. საერთო ოპოზიციური პრაიმერი გააკეთეს. ასე შეარჩიეს მაჟორიტარი კანდიდატები და პრემიერობის კანდიდატი. ეს დიდი გაერთიანება კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით. სულ ახლახანს, კრახით დასრულდა უიდეო ერთობა – ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. კატასტროფიზმი პოპულიზმს ვერ ამარცხებს – უიდეო, მექანიკური გაერთიანებები და სოციალური ინჟინერია არ ამართლებს”- წერს ჩერგოლეიშვილი.

Post navigation

Previous: რა თქმა უნდა, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ – გიული ასალანია სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე
Next: იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკის მოდას თუ მიმართულებებს როგორც წესი, სწორედ ამერიკა განსაზღვრავს, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფსევდოლიბერალების ეპოქა მსოფლიოშიც და საქართველოშიც სრულდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.