Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა თქმა უნდა, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ – გიული ასალანია სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე

მარშალ პრესი 07/11/2022
გიული ალასანია

,,მეც, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს.’’ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა, როდესაც ის სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობდა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა მისი თქმით ამის გარანტიას ვერავის მისცემს.

,,ბევრს არ სჯერა, რომ საერთოდ ავად არის. აი, ხომ ამდენი დიაგნოზი დაიწერა, ითქვა, მაინც არ იჯერებენ, არ ვიცი ვინ უნდა თქვას და რა უნდა დაწეროს ბოლოს და ბოლოს, რომ დაიჯერონ. ბევრს არ წარმოუდგენია, რომ სააკაშვილი, რომელიც ასეთი ენერგიული იყო ყოველთვის და ყოვლის შემძლე, უცებ არის ავად. ვერ წარმოუდგენიათ. მეც ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს. რასაც ამბობს, ამბობს იმას რასაც გრძნობს. ნამდვილად ასეა განწყობილი, რომ არ აპირებს,’’ – განაცხადა ალასანიამ საუბრის დროს.

Post navigation

Previous: ახალქალაქში ახალი ჰიდროელექტრო სადგურები გაიხსნა
Next: დიდი გაერთიანება ორბანის წინააღმდეგ კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით – ჩერგოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.