Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიჟი ჯაფარა დარბის და ხაზავს, საიდან შემოვარდეს პარლამენტში. უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ აი, კი ბატონო, პოლარიზაციაა ის, რაც ქართულ პოლიტიკას სჭირდებაო

მარშალ პრესი 05/11/2022
ზურა ჯაფარიძე

გიჟი ჯაფარა დარბის და ხაზავს, საიდან შემოვარდეს პარლამენტში. უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ აი, კი ბატონო, პოლარიზაციაა ის, რაც ქართულ პოლიტიკას სჭირდებაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, 12-პუნქტიან გეგმას შეასრულებს ჩვენ რაც გვევალებოდა, ამას გავაკეთებთ. მათ ევალებოდათ პირველი პუნქტის შესრულება. ეს იყო – დუღილის ტემპერატურა შეემცირებინათ და როგორმე ეს დეპოლარიზაცია შეგვემცირებინა. ამის სანაცვლოდ რას აკეთებენ? – ის, გიჟი ჯაფარა დარბის და ხაზავს, საიდან შემოვარდეს პარლამენტში. უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ აი, პოლარიზაციაა ის, რაც ჩვენ, ქართულ პოლიტიკას ჭირდება“, – განაცხადა ზარქუამ.

ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარია ოპოზიციური გაერთიანების იდეით რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ. ისინი დღეს სამოქალაქო სექტორთან და მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ერთვებიან ევრო რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას პარლამენტს გარეთ განიხილავენ და სამოქმედო გეგმებს თავიანთ აუდიტორიას აცნობენ.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა ენმ-ზე: როდესაც მწვალებელთა პარტიის მემკვიდრე ხარ და პირადი პოლიტიკური ინტერესებით საზრდოობ, არ გაგიტარებს ამას საზოგადოება და დაგემართება ის, რაც ახლა დაემართათ
Next: ენტონი ბლინკენი: ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს ვლადიმირ პუტინისა და მისი სახელმწიფოსთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.