Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ოზურგეთში არაერთ ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს

მარშალ პრესი 04/11/2022
311212182_473877274763238_1911398816799328022_n

„დავიწყეთ მაკვანეთი-ლიხაურის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. უკვე დასრულდა სამუშაოების პირველი ეტაპი, დაიგო 2 100 მეტრიანი მონაკვეთი და ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი. სრულად გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და ამ გზით არანაკლებ 1500 ოჯახი ისარგებლებს. შეგახსენებთ, ეს ის პროექტია, რომელზეც ჩასაფრებულმა პატარა პოლიტიკოსებმა ოპოზიციიდან, შოუ მოაწყვეს და ხალხს არწმუნებდნენ, რომ თითქოს პროექტს განხორციელება არ ეწერა,” – ამის შესახებ, მერიის დღევანდელ სხდომაზე, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზების მოწყობა. კეთდება 1 კმ-დე საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელშიც 375 000 ლარი დაიხარჯება. ამ ინფრასტრუქტურით 2000-მდე ოჯახი ისარგებლებს. ასევე, დაბა ნასაკირალის 1 რაიონისა და გაღმა დვაბზუს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, სადაც ჯამში 2 კმ-დე საგზაო მონაკვეთი მოეწყობა და განახლდება.

სამუშაოებში 600 000 ლარამდე დაიხარჯება და გზის ამ მონაკვეთით 1500 -ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, ლიხაურში სრულად განახლდა და მოწესრიგდა საფეხმავლო ხიდი, რომელიც ოქროსმუხუროს უბანს სოფლის ცენტრთან აკავშირებს. სამუშაოების ღირებულებამ 140 000 ლარამდე შეადგინა. აღნიშნული ხიდის რეააბილიტაციით ოქროსმუხუროს უბნის მოსახლეობას უსაფრთხოდ, რეაბილიტირებული ხიდის მეშვეობით შეეძლებათ სოფლის ცენტრთან დაკავშირება. მერმა სხდომაზე ასევე ისაუბრა, ქალაქ ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობაზე, რისთვისაც 148 ათასი ლარი დაიხარჯება. „წლებია აღნიშნული ქუჩა წვიმის შემდეგ იტბორება, რის გამოც დისკომფორტი ექმნებათ იქ მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს. ამ პროექტის განხორციელებით, ქალაქის ერთ-ერთი დიდი ქუჩის მაცხოვრებელთა წინაშე არსებული პრობლემა გადაიჭრება,“– განაცხადა თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იდარდოს, რა ხდება მათ რიგებში, ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა არ აქვთ
Next: პრემიერ-მინისტრი IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.