Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ვცდილობთ, მაქსიმალურად გონივრულად, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ, ვიღაცეებს უნდათ, პირიქით ყველაფერი დავანგრიოთ, რომ მერე თვითონ მიეცეთ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი – არ მივცემთ ქვეყნის განადგურების შანსს

მარშალ პრესი 07/04/2022
ბექა დავითულიანი

,,ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვაკრიტიკებთ რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის. ეს ნაბიჯიც, სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჰააგაში შეტანილი სარჩელის თანაავტორი ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოა‘’ – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას აკეთებს საქართველო უკრაინისთვის.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რას ითხოვს ოპოზიცია. ხელისუფლება კი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

,,ოპოზიცია რას ითხოვს არ ვიცი. მათ თუ პირდაპირ უნდათ, რომ ცეცხლი გავუხსნათ და მეორე ფრონტი გავხსნათ, სამწუხაროდ ამისი ძალა, დღეს საქართველოს არ შესწევს და მისი მხრიდან გონივრული არ იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გონივრულად, რისკების დაზღვევით და ამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ. ვიღაცეებს უნდათ, რომ პირიქით ყველაფერი დავანგრიოთ იმიტომ, რომ მერე თვითონ მიეცეთ შანსი ხელისუფლებაში მოსვლის და არ მივცემთ ამ შანსს, არც ქვეყნის განადგურების და არც მათი აღზევების‘’ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Continue Reading

Previous: სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ილიაუნს ფინანსური დოკუმენტაციების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს
Next: გია ცაგარეიშვილი – დიდი ხანია ვაფრთხილებთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელებს, ნუ შეიფარებთ უკრაინაში მკვლელებს, ძებნილებს, ავაზაკებს, ხალხს, რომელიც მიტინგებს არბევდა, აყაჩაღებდა თავის ქვეყანას, ხრავდა ბიუჯეტს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025