Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ილიაუნს ფინანსური დოკუმენტაციების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს

მარშალ პრესი 07/04/2022
ილიაუნი

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური დოკუმენტაციების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა. მათი თქმით, უნივერსიტეტის ბიუჯეტი არასწორად ნაწილდება და სტუდენტების მიერ განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები არ ფინანსდება.

საინიციატივო ჯგუფის წევრები მმართველობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას ითხოვენ.

„გადავწყვიტეთ, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ მიგვემართა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ფინანსები არ არის სწორად გადანაწილებული, ვგულისხმობთ სტუდენტური პროექტებისა და ასევე სხვადასხვა ღონისძიებებთან მიმართებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვითხოვთ საჯარო ინფორმაციას, შემდეგ ამ ინფორმაციას გავეცნობით და აუცილებლად გავასაჯაროებთ. განცხადებები შევიტანეთ კონკრეტულად ბიუჯეტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჩვენი მეგობარი სტუდენტებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ არასწორად ნაწილდება ბიუჯეტი და არც ერთი ახალგაზრდული პროექტი არ იქნა დაფინანსებული რისი პირდაპირი მოვალეობაც აქვს უნივერსიტეტს“- აცხადებენ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.

Continue Reading

Previous: ზომბი პარტია – სახელად “ნაციონალური მოძრაობა” უნდა განადგურდეს – თამარ ჩერგოლეიშვილი
Next: ბექა დავითულიანი: ვცდილობთ, მაქსიმალურად გონივრულად, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ, ვიღაცეებს უნდათ, პირიქით ყველაფერი დავანგრიოთ, რომ მერე თვითონ მიეცეთ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი – არ მივცემთ ქვეყნის განადგურების შანსს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025