Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოლიგარქი ყველგან ოლიგარქია – ეს უნივერსალური ცნება მოცემულია უკრაინულ კანონში და ზუსტად ეს არ მოსწონს დღეს ოპიზიციას, რადგან ოლიგარქები არიან მხოლოდ მათ მხარეს

მარშალ პრესი 03/11/2022
ირაკლი კობახიძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ ვართ დეოლიგარქიზაციის მომხრე და მხარი დავუჭირეთ ამ კანონპროექტს, რაც შეეხება ოპოზიციას, სწორედ ის არის ოლიგარქიზაციის მომხრე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სუბიექტური სურვილია, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ ოლიგარქებმა.

„საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც კორუფციის გზით იშოვეს ბევრი ფული, ასეულობით მილიონი. ესენი არიან: სააკაშვილი, კეზერაშვილი, ჭუტა და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხელს ითბობდნენ სისხლიან რეჟიმზე, რომელიც იყო ჩამოყალიბებული. მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არის დღეს რადიკალური ოპოზიციის მიზანი და სწორედ აქედან გამომდინარე არ დაუჭირეს ამ კანონს მხარი. ოლიგარქის ცნება არის უნივერსალური – ის ვერ იქნება სხვა უკრაინაში და სხვა საქართველოში, მოლდოვასა და აშშ-ში. ოლიგარქი ყველგან ოლიგარქია. ეს უნივერსალური ცნება მოცემულია უკრაინულ კანონში და ზუსტად ეს არ მოსწონს დღეს ოპოზიციას, რადგან ოლიგარქები არიან მხოლოდ მათ მხარეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
Next: ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: 2012 წლიდან შოკში არიან, ეგონათ რომ სასწაული პოლიტიკური მოთამაშეები იყვნენ და უცბად, საყმაწვილო შამათი შეუსრულა ბიძინა ივანიშვილმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.