Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთაში სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება

მარშალ პრესი 01/11/2022
3 (1)

ქალაქ მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, გმირის ქუჩაზე, სამხედროს 12ა და სამხედროს 12-ის ქუჩის მიმდებარედ, არსებული სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედნები ატრაქციონებით და ფანჩატურით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგება კაუჩუკის საფარი. დამონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგება.

შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით და მოეწყობა სივრცე მწვანე საფარით. სამშენებლო სამუშაოებს, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,არქი პლიუსი“ და შპს ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებენ.

Post navigation

Previous: ხელისუფლებიდან ჩამოშორების 10 წლის თავზეც კი კოლექტიური “ნაცები” ოდნავადაც არ იცვლიან აზრს – ზაალ ანჯაფარიძე
Next: გიორგი ურუშაძემ შვედეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.