Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხელისუფლებიდან ჩამოშორების 10 წლის თავზეც კი კოლექტიური “ნაცები” ოდნავადაც არ იცვლიან აზრს – ზაალ ანჯაფარიძე

მარშალ პრესი 01/11/2022
ზაალ ანჯაფარიძე

კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელშიც მოიაზრება მისი გამონაყოფი პარტიებიც, თვლის რომ მათი მმართველობის ავტორიტარიზმი, დამყარებული უხეშ ძალაზე, იყო სრულიად გამართლებული – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დღეს ეს შემადგენლობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვის სწორედ იმ რეპრესიული “წესრიგის” დასაბრუნებლად.

„რამდენიმე დღის წინ აქ დავწერე, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელშიც მოიაზრება მისი გამონაყოფი პარტიებიც, თვლის რომ მათი მმართველობის ავტორიტარიზმი, დამყარებული უხეშ ძალაზე, იყო სრულიად გამართლებული. ეს დაადასტურა ამ დღეებში მათმა რამდენიმე არცთუ რიგითმა წარმომადგენელმა ხელისუფლებიდან ჩამოშორების 10 წლის თავზეც კი კოლექტიური “ნაცები” ოდნავადაც არ იცვლიან აზრს, და გულწრფელად თვლიან რომ რეპრესიული მეთოდებით უნდა შეეჩვიათ ხალხი მათ წარმოსახვაში არსებული ახალი “წესრიგისათვის,” ანუ გამოეძერწათ მორჩილი, უსამშობლო, ყველაფრისგან დაცლილი ახალი “ბიომასა” როგორ მათი ერთი იდეოლოგი უწოდებდა. ახალი რეპრესიული “წესრიგი” მხოლოდ ამ “ბიომასისთვის” იყო განკუთვნილი. ის თქმა უნდა არ ეხებოდა “ნაცმოძრაობას” და მის ელიტებს, რომლებსაც ყველაფრის უფლება ჰქონდათ, კორუფციის ჩათვლით. დღეს ეს შემადგენლობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვის, სწორედ იმ რეპრესიული “წესრიგის” დასაბრუნებლად“- წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ეს არც ბოროტი ხუმრობაა და არც ბრიყვული წამოცდენა – ზურაბ ქადაგიძე ზურა ჯაფარიძეზე
Next: მცხეთაში სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.