„ჩვენი მთავრობა პუტინზე უარესია“ – ამ ლოზუნგით უკრაინაში მცხოვრებმა ირანელებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
კიევის ცენტრში შეკრებილებმა ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება გააპროტესტეს, რომელსაც საოკუპაციო ძალები უკრაინელების წინააღმდეგ იყენებენ.
უკრაინამ, საბრძოლო მოქმედებების დროს, ირანული წარმოების, „შაჰიდ 136-ის“ ტიპის, 300 ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდო.
