Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირველად საქართველოში მსჯავრდადებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა

მარშალ პრესი 29/10/2022
ციფრული უნივერსოიტეტი

პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდადებულებისთვის ციფრული სწავლების პლატფორმა ამოქმედდა.

პროექტი მსჯავრდადებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება; ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

აქამდე პენიტენციურ დაწესებულებებში აკადემიური სწავლება მხოლოდ კორესპონდენციული მეთოდით ხორციელდებოდა. მსჯავრდადებული სტუდენტები სასწავლო მასალას იღებდნენ და წერით დავალებებს ასრულებდნენ, თუმცა, ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას ისინი მოკლებულნი იყვნენ.

ციფრული სწავლების პლატფორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მოიცავს საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებს. პროექტი პირველ ეტაპზე №16 დაწესებულებაში ამოქმედდა. სასწავლო პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეცნენ. მინისტრებმა, ასევე, მოინახულეს მსჯავრდადებულთა სახელობო მომზადებისა და პროფესიული დასაქმების სივრცეები.

ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდადებულთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას; იზრდება სწავლების ხარისხი და ეფექტიანობა, რაც, ამავე დროს, ხელს შეუწყობს პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

Post navigation

Previous: გაეროს გენმდივანი უკრაინიდან და რუსეთიდან სურსათისა და სასუქის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების გახანგრძლივებას აუცილებლად მიიჩნევს
Next: „ჩვენი მთავრობა პუტინზე უარესია“ – ამ ლოზუნგით უკრაინაში მცხოვრებმა ირანელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.