სოფელ ოძისის მკვიდრი შალვა კერესელიძეს – თქვენს ადგილზე შემრცხვებოდა ამ სოფელში მოსვლა, თქვენ გადახვედით იმ კაცის პარტიაში, რომელიც იმიტომ გადადგა, რომ ნიკანორ მელია არ დაეჭირათ

501
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„თქვენს ადგილზე შემრცხვებოდა ამ სოფელში მოსვლა, თქვენ გადახვედით იმ კაცის პარტიაში, რომელიც იმიტომ გადადგა, რომ ნიკანორ მელია არ დაეჭირათ – ასე მიმართა დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში მცხოვრებმა როლანდ ჩარიგოდაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისულ პარტია ,,საქართველოსთვის’’ წევრს შალვა კერესელიძეს. შეხვედრაზე შალვა კერესელიძემ განაცხადა, რომ სწორედ მისი დამსახურება იყო მთის სტატუსის მიღება, სკოლისა და ბაღის, ასევე მუზეუმთან მისასვლელი გზის გაკეთება, რის შემდეგაც ადგილობრივებმა მისი ნათქვამი გააპროტესტეს და კერესელიძეს მატყუარა უწოდეს. კერესელიძემ როლანდ ჩარიგოდაშვილი დაადანაშაულა, რომ დარიგებული იყო. ,,იტყუებით სად იყავით თქვენ? დატოვებული გქონდათ უკვე თანამდებობა და ,,, ქართული ოცნება’’, გადასული იყავით ოპოზიციაში. ლევან შერმადინი იყო ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა. რომ არა ლევან შერმადინი, აქ რასაც ხედავ არაფერი გაკეთებოდა. რადგან მაგაზე საუბრობთ, თქვენს ადგილზე, ბოდიში და მე შემრცხვებოდა ამ სოფელში მოსვლა, იმიტომ, რომ თქვენ გადახვედით იმ კაცის პარტიაში, რომელიც იმიტომ გადადგა, რომ ნიკანორ მელია არ დაეჭირათ. თქვენ ახლა რა გინდათ თქვათ, რომ ეს სოფელი და რაიონი არ გადააგდეთ? მე არავის დარიგება არ მჭირდება და მე არავის დარიგებულს არ ვსაუბრობ, ეს არის ჩემი აზრი და თუ დემოკრატიული ქვეყანა ვართ ეს აზრი მაქვს’’ განაცხადა როლანდ ჩარიგოდაშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელისგან განსხვავებით, საპარლამენტო არჩევნების წინ შალვა მოსახლეობასთან შალვა კერესელიძის შეხვედრაზე გადაჭედილი იყო იქაურობა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება