Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეონა აქუბარდია: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში პარტიის დინსტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან

მარშალ პრესი 28/10/2022
აქუბარდია

თეონა აქუბარდიამ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა, – ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად წარმოდგენილია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული.

ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.

შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის“ დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, გადავწყვიტე, გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს“, – აღნიშნულია თეონა აქუბარდიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას ესტუმრა
Next: ზელენსკი: მობილიზებული ოკუპანტები იმდენად ცუდად არიან მომზადებულნი და აღჭურვილნი, რომ რუსეთს მალე მობილიზაციის ახალი ტალღა შეიძლება დასჭირდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.