Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნებაში“ – რას ამბობდა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე პრემიერობის დროს

მარშალ პრესი 28/10/2022
გახარია

წლების განმავლობაში განმავლობაში, საზოგადოებას გიორგი გახარიასგან, ბიძინა ივანიშვილის შესახებ უკანასკნელი განცხადებისგან რადიკალურად განსხვავებულ განცხადებები ესმოდა.

მაგალითისთვის, ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში, გიორგი გახარია ამბობდა:

„ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ევროატლანტიკური განვითარება. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ქართულმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმის, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ და მისი როლი პანდემიასთან გამკლავებაში, რა თქმა უნდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება არის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი არჩევნების პირობებში და რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა“.

„საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა უსამართლოა“, – ამის შესახებ კი გახარიამ 2019 წლის ოქტომბერში, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მილიონის გადარიცხვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა უსამართლოა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ორჯერ უსამართლოა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნებაში და ამ დროს, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია და უფრო მეტსაც გეტყვით, ესაა ამოტრიალებული რეალობის ის მცდელობა, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და საერთოდ ვერ ვხვდებით, სიმართლეს რა უნდა დავარქვათ“, – თქვა გახარიამ.

ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით, – ამის შესახებ გახარიამ 2020 წლის აპრილში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის, საქართველოს მოქალაქის სახით. სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Post navigation

Previous: ეს არის ადამიანის დაცემა, რომელიც მოვალეა შეასრულოს ის დაკვეთები, რასაც მას უბრძანებენ – სოზარ სუბარი გახარიას განცხადებაზე
Next: კულება ირანელ კოლეგას: შეწყვიტეთ რუსეთში იარაღის გაგზავნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.