Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის ადამიანის დაცემა, რომელიც მოვალეა შეასრულოს ის დაკვეთები, რასაც მას უბრძანებენ – სოზარ სუბარი გახარიას განცხადებაზე

მარშალ პრესი 28/10/2022
სოზარ სუბარი

ეს არის ადამიანის საოცარი დაცემა, რომელიც მოვალეა შეასრულოს ის დაკვეთები, რასაც მას უბრძანებენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.

„ცხადია, რომ სისტემური კორუფცია ასე უცებ არ ჩნდება, ეს თუ იყო უნდა ყოფილიყო მაშინაც, როდესაც ის [გიორგი გახარია] იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და უშუალოდ ევალებოდა მსგავსი მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა და მაშინაც, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ არ ლაპარაკობდა და გადადგომის თანავე ჯერ მისი გუნდის წევრებმა დაიწყეს ამის ლაპარაკი და ახლა უკვე თვითონაც, იძულებული გახდეს, განცხადებები გაეკეთებინა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან წასვლის ოცი თვის თავზე ამბობს, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დასრულდეს.

 

Post navigation

Previous: თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, რომ სხვა რამით შეეძლოს ყურადღების მიქცევა – გიორგი ვოლსკი გახარიას განცხადებაზე
Next: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნებაში“ – რას ამბობდა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე პრემიერობის დროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.