Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პარკებსა და სკვერებში ელექტრობოძებს დამცავ ხუფებს ხსნიან – კახა კალაძე

მარშალ პრესი 26/10/2022
კახა კალაძე

პარკებსა და სკვერებში ხშირია ვანდალიზმის ფაქტები, ბოლო დღეებში კი განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ფოტომასალა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი დაზიანებულ ინვენტარს სრულად აღადგენს.

„ვანდალიზმი ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, ქალაქისთვის და სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას.

ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს. ასეთ ფაქტებს ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება – ხდება დაზიანებული
ინვენტარის აღდგენა და განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი, მაგრამ თავად ფაქტი დიდი პრობლემაა“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ვანდალიზმის ჩამდენ პირებს შეახსენა, რომ მათი ქმედებები მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

„მინდა, ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მივმართო – რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის უმძიმესი დანაშაული. ამით საფრთხეს უქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„მოგმართავთ თქვენ, მოქალაქეებს თხოვნით, ნუ აუვლით გულგრილად გვერდს მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი შემთხვევა მერიის ცხელ ხაზზე ან მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდების მეშვეობით. გამგეობებს კი ვავალებ, კიდევ უფრო გაასმაგებული ყურადღებით განაგრძონ მონიტორინგი და დაზიანებულის აღდგენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, ბატონი ალიევისთვის ქალბატონ სალომესთან შეხვედრას ზუსტად იგივე მნიშვნელობა ექნებოდა, როგორ მაგალითად ოპოზიციის განაწყენებულ თუ გაბუტულ წარმომადგენელთან შეხვედრას
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში დღეს გაემგზავრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.