Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, ბატონი ალიევისთვის ქალბატონ სალომესთან შეხვედრას ზუსტად იგივე მნიშვნელობა ექნებოდა, როგორ მაგალითად ოპოზიციის განაწყენებულ თუ გაბუტულ წარმომადგენელთან შეხვედრას

მარშალ პრესი 25/10/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რომ გასართობად არ ჩამოსულა საქართველოში, ეს ცხადია. მისი დროის სიმცირის გამოც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მოკლე დროში რაც შეიძლება მეტის მოსწრება უნდოდა, შესაბამისად არაფრისმომცემ რევერანსებზე, ყავაზე თუ ჩაიზე დროს ვერ დახარჯავდა. მით უმეტეს, როგორც ჩანს საქართველოს ფარგლებს გარეთაც კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი, არც აქ წყვეტს რამეს და არც საზღვარგარეთ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას.

მისი თქმით, სამწუხაროა მაგრამ ფაქტია – ბატონი ალიევისთვის ქალბატონ სალომესთან შეხვედრას ზუსტად იგივე მნიშვნელობა ექნებოდა, როგორც ოპოზიციის განაწყენებულ თუ გაბუტულ წარმომადგენელთან შეხვედრას.

„აღშფოთება-შეშფოთება“- ეს ორი ჩვეულებრივი სიტყვაა და რასაც გამოხატავს ყველასთვის ცნობილია, თუმცა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე არაფრის მთქმელ და ხშირ შემთხვევაში სიყალბედაც კი გადაიქცა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა განსაცდელისა თუ საფრთხის წინაშე დგებოდა და ჩვენი უცხოელი მეგობრები დახმარების მაგივრად „აღშფოთება-შეშფოთებით“ ცდილობენ ჩვენს დაიმედებას. ეს ყველაფერი კი ქალბატონი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „გულისტკივილმა“ გამახსენა, თურმე ნუ იტყვით არც ილჰამ ალიევის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ სცოდნია და არც შეხვედრა არ შემდგარა მასთან.

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი რომ გასართობად არ ჩამოსულა საქართველოში, ეს ცხადია. მისი დროის სიმცირის გამოც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მოკლე დროში რაც შეიძლება მეტის მოსწრება უნდოდა, შესაბამისად არაფრისმომცემ რევერანსებზე, ყავაზე თუ ჩაიზე დროს ვერ დახარჯავდა. მით უმეტეს, როგორც ჩანს, საქართველოს ფარგლებს გარეთაც კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი, არც აქ წყვეტს რამეს და არც საზღვარგარეთ, ხოლო მისმა „კრიტიკულმა“ განცხადებებმა, რომელიც რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისას დაემსგავსა, ტრაგიკომიკური ხასიათი მიიღო. ასე რომ, სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, ბატონი ალიევისთვის ქალბატონ სალომესთან შეხვედრას ზუსტად იგივე მნიშვნელობა ექნებოდა, როგორც მაგალითად ოპოზიციის განაწყენებულ თუ გაბუტულ წარმომადგენელთან შეხვედრას.

რა ვქნათ, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, საგანგებოდ ჩამოდის ხვდება იმათ, ვისაც პოლიტიკური წონაც აქვს, მეგობრობის და მადლობის ფასიც იციან და გადაწყვეტილებების მიღებაც შეუძლიათ. თქვენ და დანარჩენმა „ძალიან კრიტიკულებმა“ საქართველოზე უცხოეთის უფრო მოყვარულებმა კი შეგიძლიათ „აღშფოთება-შეშფოთება“ გამოხატოთ, ამას არც უცხოელებს და არც ჩვენს მოქალაქეებს, თუნდაც პრეზიდენტებს არ უშლიან, ოღონდ ჩვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
Next: პარკებსა და სკვერებში ელექტრობოძებს დამცავ ხუფებს ხსნიან – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.