ჟურნალისტი ელისო კილაძე პოლიტიკაში წასვლას გეგმავს მიდის. ამის შესახებ მან საკუთარი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პოლიტიკაში მოსვლის სავარაუდო თარიღად მან 2024 წელი დაასახელა და განაცხადა, რომ პარტიის სახელწოდებაც მოფიქრებული აქვს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე აქტიურად არ არის დაკავებული ამ საკითხზე ფიქრით.
ვფიქრობ, 2024 წელი არის თარიღი, როცა მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ პოლიტიკაში ღიად და აქტიურად ჩავერთო.
” არანაირი კონსულტაციები არ მაქვს, _ ძალიან რთული 10 წელი გავიარე „ქართული ოცნების“ პირობებში და არასდროს ვყოფილვარ, ჩემი მეგობრების გარდა, სხვა ადამიანების იმედად. არც პოლიტიკური აქტივისტებისა და არც პოლიტიკური პარტიების ლიდერების იმედი არ მქონია. მეტიც: როცა ჩემი შვილი დაიჭირეს, ძალიან ცოტა პოლიტიკოსმა გააკეთა საჯარო განცხადება, ესენი იყვნენ: შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დათო კირკიტაძე და ნიკა მელია, სხვები არ ყოფილან. არც არასამთავრობო სექტორი არ იდგა ჩემ გვერდით. მათ ელიტარული „კუტოკი“ შექმნეს, ადამიანებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და შერჩევითი პროტესტები აქვთ. მახსოვს სახალხო დამცველის გარდა [ჩემი შვილის საქმეზე], არავის გაუკეთებია განცხადება. მაშინ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იყო, რომელმაც საოცარი პოზიცია დაიჭირა, უპრინციპულესი, არ შეეპუა არავის დედამიწის ზურგზე. არავინ ყოფილა ჩემთან ერთად და ჩემ გვერდით, ამიტომ ზუსტად ვიცი, ომში ვისთან ერთად წავალ და ზუსტად ვიცი, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ომში გამომყვებიან ბოლომდე და არ მიმატოვებენ.
მათ შორის იქნებიან საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეებიც. პარტიის სახელი მოფიქრებული მაქვს და თავის დროზე ვიტყვი; კონცეფციაც შევიმუშავე, მაგრამ ის, რომ ვიჯდე და დღე და ღამე ამაზე ვფიქრობდე, ასე არ არის. ეს გახლავთ ბუნებრივი პროცესი, რომელიც ლოგიკურად მივა თავის ფინალამდე”- ამბობს ელისო კილაძე.
„ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, „რადიო თავისუფლებას“ კი აშშ-ის გლობალური...