“სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე ეხმიანება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 2022 წლის 24 ოქტომბერს შედგა.
“რა პერსპექტივას მიიღებს საქართველო?! – საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, აზერბაიჯან-საქართველოს ენერგეტიკულ დერეფანს ახალ დატვირთვას ანიჭებენ!
ეს დამატებითის საშუალება იქნება საქართველომ თავიდან აიცილოს ომი და შეკევთილი რევოლუციები! კასპია-შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის ამოქმედებას, აზერბაიჯანისა და საქართვეოლსთვის საერთაშორისო ფუნქციის მინიჭებას, ჰეიდარ ალიევმა და ედუარდ შევარდნაძემ ჩაუყარეს საფუძველი! ბაქო-თბილის-სუფსის ნავთობსადენი; ბაქო-თბილისი-ჯეიხანის დიდი ნავთობსადენი; ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი; თბილისი- ყარსის რკინიგზა. ეს ყველაფერი ალიევისა და შევარდნაძის მეგობრობის შედეგია! დაბეჯითებით შემიძლია ასე ვთქვა, რადგან ამ პროცერსისი თანამონაწილე ვიყავი! რუსეთ-უკარინის ომმა და მსოფლიოში ენერგეტიკულმა კრიზისმა, აზერბაიჯან -საქართველოს დერეფანს ახალი პერსპექტივები განუსაზღვრა. ევრიკავშირის ხელმძღვანელის დურსულა ფონ დე ლაინის ვიზიტი ბაქოში და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება, ჩვენთვის ახალ რეალობას ქმნის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა , რომ ევროპას მიაწოდებს გაზს და ნავთობს. ამიტომ ამჟმინდელი ვიზიტისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მიმართულებები: განახლებული რეჟიმით ამუშავდება ბაქო-თბილისი- სუფსის ნავთობსადენი , მოდერნიზება გაუკეთდება ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენს, იხილება საკითხი დამატებითი გაზსადენის ასაშენებლად, მზადდება პროექტი დიდი გამტარობის ელექტრო გაყვანილობის მონტაჟისთვის შავი ზღვის ფესკერზე, ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდებისთის და სხვა. ჩვენი პრემიერის განცხადება, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს ენერგომატარებლების ტრანზიტის გაფართოებისთვის, პირდაპირ კავშირშია საქართველოში დამატებითი შემოსავლების ზრდასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროექტების ამუშავებით საქართველო უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამატაებითის საშუაება იქნება ავიცილოთ ომი და შეკევთილი რევოლუციები!
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უნიკალური მაგალითი გვიჩვენა, თუ როგურ უნდა გათვალო წლებზე მიზნის მიღწევა , დააინტერესო მეგობრები, გაურიგდე არაკეთილმოსურნეებს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლო! გლობალური პროექტების კონტექსტში, შესაძლებელია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც მოექცეს, რომლის გამოყენებას საქართელოს პრემიერი ხელიდან არ გაუშვებს, მით უფრო რომ სომხურ- აზერბაიჯანული მოლაპარაკებებმა შესაძლებელია რუსეთიდან საქართველოს მოედანზე გადმოინაცვლოს!
ბევრი კითხულობს , დააყენა თუა არა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საკითხი , ილხამ ალიევთან? ეს საკითხი აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ
როგორც ჩანს ჯერ არ არის მზად საზოგადოებუისთვის გასაცნობად. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დავით გარეჯის გადმოცემა , გლობალური პროექტების რეალიზებისას მოხდება!”- წერს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე.
იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა