Skip to content
29/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

დღეს დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“ აღინიშნება

მარშალ პრესი 22/10/2022
დუშეთობა-მთაბარობა

დღეს დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართება.

მათ შორის მოეწყობა საბავშვო სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე, ჩატარდება კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლების, ანსამბლებისა თუ მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.

მოსულ სტუმრებს ადგილზე, აგრეთვე, დახვდებიან ქართული საბრძოლო ხელოვნების და ცეცხლოვანი შოუს ოსტატები;
ღონისძიების მთავარი სტუმრები არიან: „ღამის შოუს ბენდი“, ჯგუფი „რეგიონი“, ანსამბლი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური.
ღონისძიებას 21:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

Post navigation

Previous: გურჯაანში დღეს ღვინის ფესტივალი გაიმართება
Next: ილია დარჩიაშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.