Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

გურჯაანში დღეს ღვინის ფესტივალი გაიმართება

მარშალ პრესი 22/10/2022
ღვინის ფესტივალი

გურჯაანში დღეს ღვინის ფესტივალისთვის ემზადებიან.

ორგანიზატორები ბოლო დეტალებს აზუსტებენ. მცირე და დიდი საწარმოები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა სახეობის ღვინო დააგემოვნონ. ღვინის დღეების მიზანი, რომელიც პრემიერის ინიციატივით იმართება, მეღვინეების სტიმულირება და ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. საღამოს მსმენელის განწყობაზე თბილისიდან მოწვეული მომღერლები იზრუნებენ.

„პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 25 ლოკაციაზე მიმდინარეობს „ღვინის დღეები საქართველოში“. ეს არის ძალიან კარგი წამოწყება, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და მეღვინეებისთვის წარმოადგენს სტიმულაციას“, – განაცხადა გურჯაანის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა.

Continue Reading

Previous: პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები დასაბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 7 პირი
Next: დღეს დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“ აღინიშნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025