Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ზელენსკის განკარგულებაზე:: ეს არის არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ პასუხი უარზე, საქართველო ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში და რუსეთთან ომში

მარშალ პრესი 20/10/2022
მამუკა მდინარაძე

ეს არის არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ პასუხი უარზე, საქართველო ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში და რუსეთთან ომში. არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, ეს ქვეყანა დავღუპოთ – ამის შესახებ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ.

„აქ ირიბ და სხვა სახის მინიშნებებზე ვერ ვილაპარაკებთ, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ. ეს ფაქტია, შეფასებას არ ექვემდებარება. ამ ფაქტს, შემდეგ ამაზე უარს პასუხად მოყვა კონკრეტული საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა ამავდროულად შანტაჟია, რომ აწი მაინც, რამენაირად იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს ომში ჩართვა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი, ამ ქვეყნის და მისი ხელისუფლების და ქართველი ხალხის პასუხია, ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს, ან მისი რომელიმე მოქალაქის დაშანტაჟებას ამ ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით. არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, რომ ეს ქვეყანა დავღუპოთ. ჩვენ გამოვდივართ ქართველი ხალხის ნებისგან, რომ ავირიდოთ საომარი მოქმედებები და არც ერთ იმგვარ მოქმედებაზე არ წავიდეთ, რომელიც არ გამომდინარეობს საქართველოს ერთი მხრივ სუვერენული და მეორე მხრივ, ეროვნული და ხალხის ინტერესებიდან“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინამ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს სანქციები დაწესება. განკარგულებას პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა
Next: კარგად იციან, ბიძინას დასანქცირების შემთხვევაშიც ვერაფერს დააკლებდნენ – ნანა კაკაბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.