Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა

მარშალ პრესი 20/10/2022
მამუკა მდინარაძე

რაც არ უნდა სამწუხარო და რთული სათქმელი იყოს, ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არ ჰგონია, რომ უკრაინელი ხალხის ნებას გამოხატავდეს მეგობრებისთვის სანქციების დაწესება არგუმენტების, მტკიცებულებების და ყოველგვარი ფაქტების გარეშე.

რაც არ უნდა სამწუხარო და რთული სათქმელი იყოს, ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა. არ მგონია, უკრაინელი ხალხის ნებას გამოხატავდეს მეგობრებისთვის სანქციების დაწესება არგუმენტების, მტკიცებულებების და ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ ერთი ფაქტი მაინც. უბედურება ის არის რომ ჩვენი კოლეგები, ამ დარბაზში მსხდომი ქართველები აპელირებდნენ ამაზე, რომ შავი ხვრელია საქართველო და გვერდის ავლა ხდება. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და მოიპოვეს, იმიტომ, რომ ბუნებაში რაც არ არის, იმას ვერ მოიპოვებენ. პირიქით, 400-ზე მეტ დოკუმენტი არსებობს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის ჰააგაში. ამის მიუხედავად, ვიღაცეების დასანქცირება ხდება, რომ როგორმე მიუახლოვდნენ თავისი შეკრული მოჯადოებული ე.წ. წრით ბიძინა ივანიშვილს, რომ დააბრუნონ პოლიტიკაში, დააშანტაჟონ და შემდეგ ეს ქვეყანა ომში ჩართონ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში საქართველოს ხუთი მოქალაქე მოხვდა. ესენი არიან: ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. სიაშია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები განმარტებული არ არის.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: უკრაინის ხელისუფლება ჩართულია საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის ღონისძიებებში. დაელოდონ ქართველი საზოგადოების რეაქციას
Next: მამუკა მდინარაძე ზელენსკის განკარგულებაზე:: ეს არის არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ პასუხი უარზე, საქართველო ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში და რუსეთთან ომში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.