Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა სოფრომაძე: ალეკო ივანიშვილი არის თავისი ქვეყნის მოყვარული, ოჯახის მოყვარული ადამიანი, არც თუ ისე დიდი ბიზნესმენი,. სასაცილოა მის დასანქცირებაზე საუბარი

მარშალ პრესი 20/10/2022
სოფრომაძე

სულ ვფიქრობ რა დგას უკრაინის მხრიდან გაკეთებული ამ განცხადების, ამ სანქციების უკან. არსებობს სასწორი, ერთ პინაზე ეს სანქციები დგას და რა დევს მეორეზე, რომელიც წონის ამას. რას იწვევ ამით, რას იღებ ამით გარდა შენი მეგობარი ქვეყნის გაკვირვების, კიდევ ერთხელ იმედის გაცრუების, გულისწყრომის გარდა. რატომ აკეთებ ამას?როდესაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უწესებს სანქციებს და თუ პარალელებს გავალებთ ყველამ იცის, რომ ანალოგიური სანქციები მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს საქართველოს მოქალაქეების მიმართ – რუსეთს და მეორე აღმოჩნდა უკრაინა, – ამის შესახებ პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება და მე არაფერს დავამატებ, მაგრამ ბატონი ალეკო ივანიშვილი არის თავისი ქვეყნის მოყვარული, ოჯახის მოყვარული ადამიანი. არც თუ ისე დიდი ბიზნესმენია და სასაცილოა მის მილიონერობაზე და მილიარდერობაზე საუბარი. ახალგაზრდობიდან აქვს თავისი ბიზნესი, ისე როგორც ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს. საერთოდ ანეკდოტური მგონია მისი მეუღლის მიმართ სანქციები. ეს არის ქალბატონი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს მოსავლელი. უვლის, მათი აღზრდით არის დაკავებული და პოლიტიკა კი არა საერთოდ პოლიტიკური გადაცემისთვის არ უყურებია მგონი“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მუდმივ რეჟიმში არიან დაკავებული საბოტაჟით, ყველგან აწარმოებენ პირდაპირ მარკეტინგულ კამპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ
Next: ირაკლი კობახიძე: ჩვენ არჩევნებში 47-48 პროცენტს რომ ვიღებთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ მეორე მხარეს არის სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური ძალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.